ომიკრონის ტალღის მოლოდინში - აჭარაში საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ

28 დეკემბერი 2021, 19:44 1126 ნახვა

შესაძლოა 2-3 კვირაში „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან მიმართებით დომინანტი გახდეს.- ასე ფიქრობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი. ამირან გამყრელიძის თქმით,  შემთხვევების უმრავლესობა შემოტანილია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პანდემიის მე-6 ტალღის დაწყება  შესაძლოა სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ და "ომიკრონის" სწრაფმა გავრცელებამ დააჩქაროს. ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის იმერეთი და სამეგრელო ზემო სვანეთი. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ პლანეტაზე ომიკონის გავრცელება შესაძლოა პანდემიის მკვეთრი შესუსტების საფუძველი გახდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში