დასაქმება თურქეთში

28 დეკემბერი 2021, 19:48 7842 ნახვა

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან სამ კილომეტრზე მდებარე ქემალფაშას  ბაზრობა, პანდემიამდე ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი იყო. სავაჭროდ და იქ მაღაზიებში სამუშაოდ ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადადიოდა. ქემალფაშა სწორედ ის ადგილია, სადაც უპირატესობა თურქულ ლირასთან, დოლართან და ევროსთან შედარებითაც კი, ქართულ ლარს აქვს. ეს უფრო მოსახერხებელია მყიდველებისთვის და მეორეც, ვალუტის გადაცვლის შემთხვევაში ფასი იზრდება. ვაჭრებს კი უნდათ, რომ მათი საქონელი რაც შეიძლება ნაკლები ღირდეს. ბაზრობის `ხიბლი~ ხომ სწორედ მის ფასებშია. ბაზარი ორ ქუჩაზეა გადაჭიმული. ქვაფენილიანი გზები ბაზრობის დღეებში სამანქანედ აღარ გამოიყენება, აქ ფეხით მოსიარულეები სახელდახელოდ გამოფენილ ნაირ-ნაირ საქონელს ათვალიერებენ. პანდემიამ ქემალფაშას ბაზარიც დააპაუზა, ახლა კი ხანრგძლივი პაუზუის შემდეგ, ბაზარი მუშაობას აახლებს. სრულად ვაქცინირებულებს საზღვრის კვეთა ტესტის გარეშე შეუძლიათ, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება თურქეთიდან საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეებზე, რის მოხსნასაც ითხოვენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში