კომპანია მეტროს გოგოლის ქუჩაზე მშენებლობა აეკრძალა

29 დეკემბერი 2021, 11:05 3392 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მეტრო ტერმინალს“ უნებართვოდ მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. საუბარია გოგოლის ქუჩაზე ათობით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. 

უწყების ცნობით, კომპანია პირველი ივნისიდან დღემდე უკანონო მშენებლობის ფაქტზე 6000 ლარით, მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი 39-ჯერ 5000 ლარით დააჯარიმეს.

''სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის შეჩერების თაობაზე დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის პირველ ივნისს, მშენებლობის დაწყებისთანავე გამოსცა, რომელიც კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული დადგენილების აღსრულების მიზნით, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ 17 დეკემბერს გადაეგზავნა აღსრულების ბიუროს. ასევე შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მიმდინარე მშნებლობის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი სექტემბერში გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გოგოლის ქუჩაზე კორპუსებს უკანონოდ აშენებდნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში