უკრაინის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

29 დეკემბერი 2021, 17:45 1050 ნახვა

3 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა უკრაინაში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად.  ცეცხლი  ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა.  გამოძიების მონაცემებით,  დაღუპულები პაციენტები არიან- ორი ქალი და ერთი კაცი.  სამმა მედიკოსმა სხეულის  სხვადასხვა სიმძიმის  დამწვრობა მიიღო.ისინი საავდმყოფოშია გადაყვანილი.  წინასწარი მონაცემებით,  ხანძრის მიზეზი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევაა.  არ გამორიცხავენ, რომ  ხანძრის მიზეზი რეანიმაციულ განყოფილებაში  გარდაცვლილი კოვიდპაციენტის ხსოვნის პატივსაცემად ანთებული სანთელი გამხდარიყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში