ზელენსკი უკრაინელთა დიდი ნაწილისთვის წლის იმედგაცრუებაა

29 დეკემბერი 2021, 17:46 886 ნახვა

უკრაინელების თითქმის ნახევარი 45,1 % პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის წლის იმედგაცრუებად მიიჩნევს.  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით  უკრაინელების 17,3% კი მოქმედ პრეზიდენტს წლის ადამიანად ასახელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოსახლეობის 67,5% ზელენსკის მეორე ვადით კენჭისყრას არ ურჩევს.  უკრაინელების 17%  კი  ზელენსკის წყალობით ქვეყანაში სიტუაციის სწორი მიმართულებით განვითარებაზე საუბრობს,  საპირისპირო აზრისაა რესპონდენტების 68,5%.  გამოკითხულთა 29%-ის აზრით, პრეზიდენტმა არ შეასრულა არცერთი წინასაარჩევნო დაპირება მისი ვადის ამოწურვამდე, ყველა დაპირების შესრულების იმედს მხოლოდ 4% იტოვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში