31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

30 დეკემბერი 2021, 23:59 1233 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში