31-ე ახალი წელი აფხაზეთის ნაცვლად აჭარაში

31 დეკემბერი 2021, 11:46 1090 ნახვა

საახალწლო ეთერისთვის ვემზადებით ჩვენც, ახლა კი მოგიყვებით მოკლედ რამდენიმე რეპორტაჟზე, რომელსაც ვრცლად საღამოს 8 საათზე ნახავთ. -  საახალწლო ეთერში გაგაცნობთ დევნილ ოჯახს, რომელიც 31-ე ახალ წელს აფხაზეთის ნაცვლად, აჭარაში ხვდება. როგორ ახსოვს კვარაცხელიების ოჯახს აფხაზეთი და ქალაქი, სადაც ცხოვრების ნახევარი გაატარეს. ერთადერთი რაც შემორჩათ, მოგონებები და ფოტოებია. რაზე ოცნებობენ და როგორია იძულებით გადაადგილებული პირების ნოსტალგია აფხაზეთზე, დღეს 20 საათზე ნახავთ. მათ ჩვენი ჟურნალისტი თამუნა გაზდელიანი შეხვდა. სხვათაშორის, თამუნაც , ჩემი კოლეგა, იძულებით გადაადგილებული პირია და განსკუთრებული ემოციით  გააცოცხლა სულ ახლო წარსული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში