შეხვედრა სპორტსმენებთან

31 დეკემბერი 2021, 11:48 1126 ნახვა

4 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო - აჭარის უშუს ფედერაციის სპორტსმენებმა მე-18 ეროვნული ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონატი თბილისში 18 დეკემბერს ჩატარდა და მასში აჭარიდან 20 სპორტსმენი მონაწილეობდა. უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტსა და გამარჯვებულ სპორტსმენებთან შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდების მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში