ხანძარი კოლორადოს შტატში

31 დეკემბერი 2021, 11:48 955 ნახვა

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერთან ახლოს ტყეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო შტატის ხელისუფლებამ ქალაქების - ლუიზვილისა და სუპერიოდის მოსახლეობას სახლების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა კოლორადოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის შტატში ქარის სიჩქარე 105 კმ/სთ-ს აღემატება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში