„ომიკრონის“ გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა

31 დეკემბერი 2021, 11:49 1353 ნახვა

მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად პანდემიის პირობებში ემზადება. ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი წესების მკაცრი დაცვით გაიმართება. ასე იქნება ნიუ იორკში, სადაც ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან და ღონისძიებაზე მოსახვედრად მათ კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ლონდონშიც, სადაც მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ბიგ-ბენი ამცნობს. საათის განახლებული მექანიზმი წინასწარ შეამოწმეს, თუმცა ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ. ფოირვერკები და მასობრივი ღონისძიებები  ლონდონის გარდა აკრძალეს, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, ვარშავასა და რომში. ამასთან, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ წელს გაიმართება ფოიერვერკების შოუ.  საახალწლო ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიაშიც გაიმართება. საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ინდოეთში, სადაც ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს და რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1 მილიონს მიაღწია. აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ინფიცირებულების დღიური რაოდენობა რეკორდულად გაიზრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში