ანტალიას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა

31 დეკემბერი 2021, 14:54 2025 ნახვა

თურქეთის ანტალიის პროვინციას ქარიშხალმა გადაუარა, რის გამოც ის წითელ ზონაში მოხვდა. სტიქიას ნგრევა მოჰყვა. დატბორილია დიდი ტერიტორია. ქარის სიჩქარე საათში 90კმ-ს აღწევდა.  პროვინციის სხვა ქალაქებში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უამინდობამ ავიამიმოსვლაზეც იმოქმედა. რამდენიმე რეისი სტამბოლში, ბოდრუმსა და ადანაში გადაამისამართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში