საპროტესტო აქცია მახვილაურში

31 დეკემბერი 2021, 17:35 1202 ნახვა

მახვილაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ დროებით ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაც შეაჩერეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტობანის სამშენებლო სამუშაოების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები  ზიანდება.  ადგილობრივების განცხადებით, 5 კორპუსში მცხოვრები 130-მდე მოსახლე საფრთხის ქვეშაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ 10 დღის განმავლობაში ისინი კომპანიისგან ან ხელისუფლებისგან კონკრეტულ შეთავაზებას ვერ მიიღებენ, პროტესტი გაგრძელდება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან და სახიფათო საცხოვრებლიდან  მოსახლეობას ქირით გაიყვანენ. ხოლო კომპენსაციის ნაწილში კომისია 17 იანვრამდე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებენ თუ არა იმ ოჯახებს, რომელთა სახლში ცხოვრება სახიფათოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში