ახალი წელი გაღმა და გამოღმა

31 დეკემბერი 2021, 19:01 2753 ნახვა

ჩვენგან განსხვავებით ერთი საათით გვიან იზეიმებენ 2022 წლის დადგომას ჩვენებურები. შეიძლება ითქვას,  მხოლოდ ეს არის ჩვენს შორის სხვაობა, რადგან ძველ წელს ისევ ისე აცილებენ, როგორც ჩვენ, გამოღმა საქართველოში. ის, რაც ქართულია, გაუძლო საუკუნეებს და რაც მათთვის ძალიან ძვირფასია-მომავალ თაობას უზიარებენ და ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენებურები დღემდე ინახავენ ყველა ტრადიციას და წესს, რაც მათ წინაპრებისგან ახსოვთ. მათ შორის  ახალი წლის აღნიშვნა და  რიტუალი, რაც მხოლოდ  31 დეკემბერს   სრულდება.ორად გაყოფილი ხეობის ერთი დღესასწაული. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში