თოვლისა და ლიპყინულის გამო, კონკრეტულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

02 იანვარი 2022, 18:58 1291 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა  და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში