76 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

03 იანვარი 2022, 12:43 1624 ნახვა

76 წლის ასაკში ლეგენდარული ოლიმპიელი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

''საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი", - წერია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

სანეევმა 1968, 1972 და 1976 წელს ოლიმპიური ოქროს მედლები მოიგო.

1980 წელს კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასევე იყო ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში