იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

03 იანვარი 2022, 13:22 810 ნახვა

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მომხმარებელს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უქმეების პერიოდში, მომხმარებლისთვის, სრულად იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა, 450-ზე მეტი სერვისი.

"3- დან 10 იანვრის პერიოდში იმუშავებენ, მობილური იუსტიციის სახლის ავტომანქანებიც, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის სოფლებს ჩვეული გრაფიკითა და პერიოდულობით მიაკითხავენ. საახალწლო უქმეებთან დაკავშირებით, ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ"-აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში