ისრაელმა 60 წელს ზემოთ კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა

03 იანვარი 2022, 14:38 1377 ნახვა

ისრაელის მთავრობამ 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა  „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში