ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის განცხადება

03 იანვარი 2022, 14:02 775 ნახვა

2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო.  ანგარიშს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია აქვეყნებს.

გასულ წელს დაღუპული 45  ჩემი კოლეგა მსოფლიოს ახსენებს, რომ  ჟურნალისტები  საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხვერპლს იღებენ-ასეთია ორგანიზაციის შეფასება.

მათივე  ცნობით, გასულ წელს მედიის ყველაზე მეტი თანამშრომელი ავღანეთში მოკლეს, შემდეგ მოდის მექსიკა, ინდოეთი და პაკისტანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში შემცირდა შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქებისას მედიის დაღუპულ თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა იზრდება კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქების გამო ჟურნალისტთა მიზანმიმართული მკვლელობის რიცხვი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში