თურქეთში თოვლის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა

03 იანვარი 2022, 18:35 1439 ნახვა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დიდთოვლობაა. სივასის პროვინციაში თოვლის გამო  გზები და მაგისტრალებია ჩაკეტილი. დიდთოვლობას ძლიერი ნისლიც ერთვის, რის გამოც  მოძრაობა შეზღუდულია სრუტეებითაც. "სივასის პროვინციაში თოვლის გამო, 267 სასოფლო გზა მოძრაობისთვის ჩაკეტილია", - იტყობინება თურქული მედია. გზების გასაწმენდად თოვლის საწმენდი ტექნიკაა გამოყვანილი, სამაშველო ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.  დღეს დილით დარდანელის სრუტე სატრანზიტო გემებისთვის ორივე მიმართულებით დროებით დაიკეტა. მიზეზად  ძლიერი ნისლის გამო ხილვადობის შემცირებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში