ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია 

03 იანვარი 2022, 18:43 1397 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობის შედეგად დამეწყრილი ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მათივე ცნობით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში