დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

03 იანვარი 2022, 19:46 1038 ნახვა

ახალი წლის თოვლი მაღალმთიან აჭარაში. სადღესასწაულო დღეებს თოვლი უხდება, თუმცა უხვად მოსულმა ნალექმა ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხა. გადაადგილება შედარებით რთულია შიდა სასოფლო გზებზე. თოვლიან გზებს სპეციალური ტექნიკა, მთელი დღე წმენდდა. გადაადგილება ახლაც, მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა დაშვებული, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ გოდერიძზე მიმავალ გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში