საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

04 იანვარი 2022, 10:56 1481 ნახვა

საფრანგეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2. ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით,  ახალი სახეობა დეკემბერში კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღმოუჩინეს. მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, დააინფიცირა კიდევ 12 ადამიანი.

კორონავირუსის ახალი სახეობის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს.

ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი "ომიკრონია". ახლადინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს სახეობა აქვს.

"ომიკრონ"-ი, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია 6 დღის წინ გამოჩნდა. 

ვანო ჩხაიძის თქმით, 2021 წელს სამი ასეთი მუტაცია აღმოაჩინეს.

''განიხილავს თუ არა მომავალში ჯანმო ამ მუტაციას, შეშფოთები მუტაციების კატეგორიას თუ დარჩება მხოლოდ ინტერესის მუტაციის კატეგორიაში არ გვაქვს. ამას რამდენიმე დღე სჭირდება. უნდა დადგინდეს არის თუ არა ის სწრაფად გადამდები, იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებას და არის თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინები ეფექტური. ეს არის ის სამი ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც სჭირდება ვირუსს შესაფასებლად. ასეთი მუტაციები ბევრია. საუბარი რომ ''ომიკრონმა დაასრულა პანდემია რა თქმა უნდა ძალიან ადრე.

შესაძლებელია, ახალი მუტაცია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე „დელტა“ შტამია, ამიტომ ამას სჭირდება შეფასება. საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, ძალიან ადრეა. საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა. მსგავსი რაოდენობით მუტაცია არცერთ ვირუსს არ ჰქონია'' - განაცხადა ვანო ჩხაიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში