აშშ-ში დიდთოვლობა და ქარბუქია

04 იანვარი 2022, 14:01 1109 ნახვა

აშშ-ში დიდთოვლობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა.  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი უშუქოდაა დარჩენილი.  ყველაზე ცუდი სიტუაცია მერილენდში, ვირჯინიასა და ქვეყნის დედაქალაქშია.

ვაშინგტონში თოვლის გამო გადაიდო ათობით ავიარეისი, დაიკეტა სკოლები და ფედერალური დაწესებულებები.  ქალაქში 17 სანტიმეტრამდე ნალექს ელოდებიან. 

კომუნალური სამსახურები ქარბუქს ძლივს უმკლავდებიან.  დიდთოვლობის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში