ნატო-ს მინისტერიალი 7 იანვარს გაიმართება

04 იანვარი 2022, 18:08 1182 ნახვა

7 იანვარს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდას და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ცოტა ხნით ადრე ნატო-ში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დიალოგი 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში