„ომიკრონის“ გავრცელების მოლოდინში

04 იანვარი 2022, 19:47 957 ნახვა

სპეციალისტები კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის დასაწყისს უახლოეს დღეებში არ გამორიცხავენ. ამის თქმის საფუძველს აძლევთ ომიკრონის შტამის უკვე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. კვლევების მიხედვით, ომიკრონს ძირითადად ახასიათებს გავრცელება და არა მძიმე მიმდინარეობა. ეპიდემიოლოგების თქმით, ის ძალიან ხშირად იცვლის სახეს, ამიტომ ომიკრონის შტამის ე.წ. კეთილთვისებიანობაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებენ. ასევე  კვლევები ჩატარებულია ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში