საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

05 იანვარი 2022, 10:53 1633 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 377 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, „პისიარ“ ტესტით – 16 681.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო შვიდი დღის – 6,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 945 609 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 906 708 გამოჯანმრთელდა, 14 041 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 528 030 აცრა, დღიურად აცრილია 7 191.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში