აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 იანვარი 2022, 10:59 1073 ნახვა

5 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც: 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 510. მძიმე პაციენტია 120, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 პირი. 

921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 - თბილისში, 204 - აჭარაში.

19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში