რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის ფარგლებში მსვლელობა არ გაიმართება

05 იანვარი 2022, 10:07 840 ნახვა

რიო-დე-ჟანეიროს მერის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე და „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა აღარ ჩატარდება. მეორე წელია, რაც ქვეყანაში ქუჩის მსვლელობა უქმდება.  

ამის მიუხედავად, წინა წლისგან განსხვავებით, რიოს სამბას სკოლების სანახაობრივი ღონისძიების ნახვა სამბადრომზე ადამიანებს წესების დაცვით შეეძლებათ.

კარნავალის ფარგლებში ქუჩის მსვლელობა უქმდება ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც.

სამშაბათს ჯანდაცვის სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 759 ახალი შემთხვევა გამოავლინა, გარდაიცვალა 175 ადამიანი. ქვეყანაში „ომიკრონის“ 170 შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში