აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება

05 იანვარი 2022, 11:48 4386 ნახვა

მიწის უფასო რეგისტრაცია დაიწყო,  რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს.

შეღავათით ისარგებლებს ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტის  მკვიდრი, მათ შორის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობა.

უწყების ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ამ პროცესს.

საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში