კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

05 იანვარი 2022, 12:44 1079 ნახვა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა.

ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი გუშინ გარდაიცვალა.

''დაიბადა დღენაკლული, სხვა კლინიკაში მკურნალობდა. მართვით სუნთქვაზე იყო. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მშობელს კოვიდი არ ჰქონდა, ის აცრილი იყო'' - განაცხადა მაია ჩხაიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში