მართლმადიდებლური სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

07 იანვარი 2022, 00:45 1529 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს უფლის შობას დღესასწაულობს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა.

განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური.

უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი დღესასწაულია, მას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც საზეიმო წირვის შემდეგ დასრულდება.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან, შობის ლიტურგიის პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენი არხის საშუალებით გადმოიცემა. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში