აჭარაში კორონავირუსსის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

07 იანვარი 2022, 11:06 955 ნახვა

7 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 495 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 173 პირი. 

რეგიონში მკურნალობას გადის 2 190 ადამიანი, Covid კლინიკებში 529, Covid სასტუმროებში 288, ხოლო ონლაინ კლინიკაში 1 373.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 6.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში