ვითარება ყაზახეთში

07 იანვარი 2022, 10:02 715 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რაიონში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. განცხადების მიხედვით, ყაზახეთში  კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ძალები ჩადიან, რომლებიც წესრიგის დამყარებაში  ეხმარებიან   ყაზახეთის მთავრობას.

ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად  გარდაიცვალა   26 ადამიანი, დაშავდა 18, დაკავებულია 3 000 მეტი მოქალაქე. 

მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში ალმათიში კვლავ ისმოდა სროლის ხმა. ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და პარლამენტის დაშლა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში