ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას სტატუსით გამოვა

08 იანვარი 2022, 10:56 1129 ნახვა

ახალ წელს სუმოს სამყარო განახლებული რეიტინგით  შეხვდა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები 9 იანვრიდან ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებენ. 

ლევან გორგაძე 2022 წლის პირველ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით ხვდება. ტოჩინოშინი უკვე 74-ე ბაშოს იწყებს მაკუუჩიში (94-ე ბაშოს კარიერაში) და აქამდე მას მე-15 მაეგაშირას რანგი არასდროს უტარებია. 

იანვრის ტურნირზე ერთი იოკუძუნა და ორი ოძეკი იასპარეზებს. იოკოძუნა ტერუნოფუჯის, ოძეკი ტაკაკეიშოსა და ოძეკი შოდაის სახით.

ჰაცუ ბაშოს  პირველ დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა იაპონელ ცურუგიშოს შეერკინება.

სუპერტურნირი ტოკიოში 9 იანვარს დაიწყება და 23 იანვარს დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში