ყაზახეთში ისევ არეულობაა

08 იანვარი 2022, 12:15 473 ნახვა

ყაზახეთის ქალაქში ალმათში არეულობა  გრძელდება. ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან რიგებია, მაღაზიებში პურის უკმარისობაა. მაცხოვრებლებს ფულადი სახსრები და კვების პროდუქტები უთავდებათ. ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო, ერთდროულად რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის  4 000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული.  დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტია დაღუპული.

არეულობის ფონზე ქვეყანა დატოვა ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქალიშვილთან ერთად. რუსული გამოცემის ცნობით ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში