საჰაერო მიმოსვლა ყაზახეთთან

08 იანვარი 2022, 15:35 1017 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანიდან თვითმფრინავი რამდენიმე წუთში  დაეშვება. როგორც ცნობილია თვითმფრინავს ყაზახეთიდან 68 მგზავრი მოჰყავს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. „ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ სამინისტროს ოფიციალურ მეილზე.-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში