ახალი კვლევა ომიკრონზე

08 იანვარი 2022, 15:05 1355 ნახვა

ახალი კვლევის მიხედვით  ''ომიკრონს“  სწრაფი ტესტი ვერ აფიქსირებს. ექიმი მაიკლ მინა განმარტავს, რომ ინფიცირებული, შესაძლოა, უკვე ავრცელებდეს ომიკრონს, როდესაც ვირუსი ყელსა და ნერწყვშია, თუმცა ამ პერიოდში კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყოს ცხვირში, ამიტომ სწრაფი ტესტის ჩხირი ვირუსს ვერ აფიქსირებს.

კვლევაში, აღნიშნულია, რომ PCR ტესტმა ვირუსი 3 დღით ადრე აჩვენა, სწრაფმა ტესტებმა კი - მოგვიანებით. მაიკლ მინა განმარტავს რომ, სწრაფი ტესტის ნეგატიურ პასუხს, უმეტესად, არ უნდა ვენდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დადებით შედეგს აჩვენებს, სანდოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში