პირველი ავიარეისი ყაზახეთიდან

08 იანვარი 2022, 18:30 1049 ნახვა

ყაზახეთიდან საქართველოში პირველი რეისი შესრულდა. ნურ-სულთანის აეროპორტიდან თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 15:15  წუთზე  დაეშვა.

მგზავრებს შორის საქართველოს სამი მოქალაქე იყო. მგზავრები აცხადებენ, რომ ყაზახეთში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა რჩება შეზღუდვები ფიჭვურ კავშირსა და ინტერნეტზე. დღესვე, საპირისპირო რეისი შესრულდა ქუთაისის აეროპორტიდან,  ნურ-სულთანის მიმართულებით 180 მგზავრი გაფრინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში