Freedom House-ს წლიური ანგარიში საქართველოზე - შეფასებები

08 იანვარი 2022, 18:00 1175 ნახვა

Freedom  hause -ის  ანგარიშს აფასებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტებს ლოგიკურად მიაჩნიათ კრიტიკული ანგარიში- ქვეყანაში დემოკრატიული მაჩვენებლების გაუარესებასთან დაკავშირებით , აცხადებენ, რომ საქართველოში ქართული ოცნების მიერ უზურპირებულია სასამართლო, მედიაზე ხორციელდება ზეწოლა და ქვეყანაში პოლარიზებული გარემოა.

Freedom Hause -ის  ანგარიშში  საუბარია თავისუფლების ინდექსზეც. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის პოლიტიკური უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37 ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში