დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მნიშვნელოვან შეხვედრაში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება

09 იანვარი 2022, 10:50 1173 ნახვა

დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ევროპის 2024 წლის  ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის საპასუხო შეხვედრას გამართავს.

პირველი მატჩი თბილისში ფრედ 22:22 დასრულდა. განმეორებითი დაპირისპირება კი ფინეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებში ტრავმირებულთა სია გაიზარდა. საერთო ჯამში საქართველოს 7 წამყვანი მოთამაშის გარეშე მოუწევს თამაში.

გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენაშვილი, ლექსო წითელიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ხაზეინ რუსტამოვი და  ნიკოლოზ კალანდაძე ვერ დაეხმარებიან ნაკრებს.

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

საპასუხო დაპირისპირება 9 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა EHF-ის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში