ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები ნაწილობრივ აღდგა

09 იანვარი 2022, 15:15 1243 ნახვა

ყაზახეთთან ფრენები ნაწილობრივ აღდგენილია. ქუთაისის აეროპორტში ქალაქ აქტაუდან რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე 15 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

როგორც აცხადებენ, ალმათისგან განსხვავებით, ქალაქ აქტაუში ვითარება შედარებით მშვიდია.ცოტა ხნის წინ ქალაქ ატირაუდან კიდევ ერთი თვითმფრინავი გამოფრინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში