მოქალაქეები დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ

09 იანვარი 2022, 15:02 1711 ნახვა

ყოროლისთავი- ბათუმის დამაკავშირებელი ჩახერგილი გზის აღდგენას მოითხოვენ ადგილობრივები. დაზიანებული გზით 7 სოფლის 300-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს , მათ აქვთ ალტერნატიული გზაც, თუმცა შემოვლითი გზით გადაადგილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

ყოროლისთავში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ გზის ეს მონაკვეთი ორი თვის წინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩაიხერგა, დაზიანებული გზის აღდგენის მოთხოვნით , მათ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის , რეგიონში ორი თვის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა ათობით ოჯახი დააზარალა . ხელვაჩაურის მერიამ 100-ზე მეტი ოჯახი  ქირით გაიყვანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში