საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საპასუხო შეხვედრაში ფინეთთან დამარცხდა

09 იანვარი 2022, 21:02 1283 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა.

ქართველი ხელბურთელები პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ფინეთის ეროვნულ გუნდთან, სტუმრად 23:30 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს საპასუხო შეხვედრაში 7 წამყვანი მოთამაშე აკლდა.

პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ 22:22 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში  52-45 ფინეთი შემდეგ ეტაპზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში