ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, მაქსიმალური ყურადღება მოსახლეობას - პრემიერი

10 იანვარი 2022, 11:41 1533 ნახვა

ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ირაკლი ღარიბასვილის თქმით, ისინი შექმნიან  ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.

" ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომავალი სამი წელი, მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბულირებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე! მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში