უფასო სასადილო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

10 იანვარი 2022, 17:25 1316 ნახვა

დღეიდან მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარებისთვის ადგილზე მომსახურება განახლდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ფრიდონ ხალვაშის, ტაბიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე და თამარის დასახლებაში მდებარე სასადილოების რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი გამოიყო.

მუნიციპალური სასადილოებით 7 595 ბენეფიციარი სარგებლობს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში