ყაზახეთში გლოვის დღეა

10 იანვარი 2022, 20:04 1310 ნახვა

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებული მასობრივი არეულობების დროს სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებზე თავდამსხმელთა შორის საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ.

უწყების ცნობითვე, თავდამსხმელებს შორის  სამხედრო საბრძოლო გამოცდილების მქონეები არიან, რომლებიც რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების რიგებში იყვნენ.

საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები კი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.

ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით გაუქმებული რეისების მგზავრები ქუთაისში იმყოფებიან და ავიაკომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში