მოლაპარაკებები ჟენევაში - ნატო-ს პოზიცია

10 იანვარი 2022, 20:05 719 ნახვა

ჟენევაში რუსულ ამერიკული მოლაპარაკებები იქნება თუ არა შედეგიანი - პროგნოზების გაკეთდება რთულია, რუსეთი დათმობაზე წასვლას არ გეგმავს - არც შტატები აპირებს უკან დახევას. დღის წესრიგშია NATO-ს ღია კარის პოლიტიკაც.

ჟენევის პარალელურად შეხვედრები  გაიმართა ბრიუსელშიც, რის შემდეგაც  NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

იენს სტონტელბერგი ამბობს, რომ ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. უკრაინა კი ამბობს, რომ  რუსეთის მოთხოვნები ალიანსის მიმართ სავაჭრო თემა ვერ იქნება.

ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი იყო სატელეფონო საუბრის მთავარი თემა საგარეო საქმეთა მინისტრს და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში