ნიკა კვარაცხელიას საქმე

10 იანვარი 2022, 20:01 1005 ნახვა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ დაკავებულები დამკვეთის ვინაობას დაასახელებდნენ, თუმცა პროცესზე იმსჯელეს მხოლოდ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ჰქონდა მოპოვებული.

ბრალდებული აკო ჭელიძე   პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, ასევე აცხადებს, რომ  მკვლელობა არავის შეუკვეთავს.

დღევანდელ პროცესზე  განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში