კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსული გარდაიცვალა 

11 იანვარი 2022, 10:50 4377 ნახვა

ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირებული  ორი ორსული გარდაიცვალა.

31 წლის ქალი 13 დეკემბერს ბათუმის სამშობიარო სახლში შეიყვანეს, ის 36 კვირის ორსული იყო. 14 დეკემებერს ქუთაისის კლინიკა ''ბომონდში'', შემდეგ კი ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობაში კლინიკაში შეყვანის მომენტში მძიმე და საყურადღებო იყო.

ოჯახის ახლობლების თქმით, ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ახალშობილი გადარჩა. გარდაცვლილს სამი შვილი ჰყავს. 

კორონავირუსს კიდევ ერთი ბათუმელი ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა. 35 წლის ქალი 29 დეკემბერს ბათუმიდან თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 

დღეს აჭარაში კოვიდის 569 შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში