შემთხვევების მატება ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას უკავშირდება - ამირან გამყრელიძე

11 იანვარი 2022, 12:27 867 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით შემთხვევების მატება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ახალი წლის დღეებში შეკრებებს და მობილობის გაზრდას. ასევე სამთო კურორტებზე ხალხმრავლობას. 

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ბუსტერ დოზების გაკეთება.

''ბოლო 5 კვირა ჩვენ რეპროდუქციის ინდექსი გვქონდა  ერთის ქვემოთ, რაც იყო პროგნოზულად ძალიან კარგი. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რატომ არის შემთხვევების მატება? სამი ძირითადი მიზეზია. პირველი  - ''ომიკრონის'' სწრაფად გავრცელება და ქვეყანაში აქტიური ცირკულაცია. მეორე - საახალწლო დღეებში ძალიან გვიყვარს ყველას ერთად ყოფნა და მესამე რა თქმა უნდა ის დიდი მობილობა, რაც ზამთრის კურორტებთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო, რომ დღეს გვაქვს 5000-ზე მეტი შემთხვევა.

მთავარი რეკომენდაციაა: აცრა.  შემთხვევებმა გვაჩვენა, რომ მესამე აცრა სერიოზულად იცავს. ''ბუსტერი'' არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი. ამიტომ ყველას გთხოვთ გაიკეთეთ. ბუსტერ დოზით აცრილებში ''ომიკრონის'' ერთეული შემთხვევები გვაქვს.

დაახლოებით 17%-მდე გვაქვს რეინფექცია. როცა ადამიანი ''დელტათი'' იყო ინფიცირებული და შემდეგ ''ომიკრონი'' დაემართა''. ახალ შტამს ახასიათებს რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ზოგიერთ ვაქცინებზე გვერდის ავლა'' - განაცხადა გამყრელიძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში